23.თებერვალი .2016 16:45

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული

views 1298
უკან

"რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებ პოლიტიკურ სპეკულაციებს. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო "საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ", თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე მაქსიმალურად განკერძოება იმ ქონების, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება.

"კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მოეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომ დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა