მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დრიმლენდ ოაზისი“: პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, 400 ექიმიდან ერთ-ერთია

5f4fb8cd879a6
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 19:25
1790
"ქალბატონი, რომელსაც „დრიმლენდ ოაზისში“ COVID-19 დაუდასტრუდა, კონფერენციაზე ჩასული 400 ექიმიდან ერთ-ერთია",  - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს მენეჯერმა გვანცა ხაინდრავამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ექიმები კერძო მანქანებით მოვიდნენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია და შემხებლობა არ ჰქონიათ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ექიმები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ის პირი, რომელიც უშუალო კავშირში იყო ამ ქალბატონთან, გადაყვანილია ცხელების ცენტრში, ხოლო ის პირები, რომლებსაც სავარაუდო კომუნიკაცია ჰქონდათ ინფიცირებულთან, სასტუმროს გარე ტეროტორიაზე, იზოლაციაში გადაიყვანეს რთა დამსვენებლებში შიში არ გამოეწვია“, - განმარტა სასტუმროს მენეჯერმა.

ცნობისთვის: თავდაპირველად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ "დრიმლენდ ოაზისში" მიმდინარეობს კონფერენცია, რომელსაც 400-მდე ქართველი ექიმი ესწრებოდა. როგორც მოგვიანებით დადასტურდა,  ინფიცირებული სწორედ კონფერენციის მონაწილე ექიმია.