მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დროებით ვწყვეტთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისების მიწოდებას - ტრენერთა ასოციაცია

6405e7fde36ed
BM.GE
06.03.23 17:35
3882
ტრენერთა ასოციაცია ტრენერებს მიმართავს, საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება იქამდე შეწყვიტონ, ვიდრე რუსული კანონის მიღება განიხილება. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაში წერია.

„ძვირფასო კოლეგებო,

მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა...

გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას - სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.

ჩვენ ყველამ ერთად ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს-მეგობრებს შორის არა ერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად - რუსული კანონის შესაჩერებლად.

ტრენერები ვანვითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში“, - წერია განცხადებაში.