მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკა" საახალწლოდ "კარფურს" 3 ათას ინდაურს მიაწვდის

5c2746229dcc2
მაია ბიწაძე
29.12.18 16:02
4764
,,ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკამ“, რომელიც გორში მდებარეობს, ახალი წლისთვის ,,კარფურის ქსელის“ ე.წ თეთრი ინდაურებით მომარაგება დაიწყო.

ამის შესახებ Bm.ge-ის ფაბრიკის დამფუძნებელმა რამაზ გიორგობიანმა განუცხადა.

ფაბრიკაში უკვე რამდენიმე წელია კანადური ჯიშის ,,კონვექტორის“ ე.წ თეთრ ინდაურს ზრდიან, რომელიც გიგანტურია და მისი მაქსიმალური წონა 14-დან 17 კილოგრამამდეა, თუმცა ბაზარზე 5-დან 10 კილოგრამამდე წონის შეაქვთ, რადგან ქართველი მომხმარებლის მოთხოვნა ასეთია.

როგორც გიორგობიანი განმარტავს, საახალწლოდ ,,კარფურის“ ქსელს 3 ათას ინდაურს მიაწვდიან, დაახლოებით, ამდენივე გაყიდა ფაბრიკამ მთელი წლის განმავლობაში.
საინკუბაციო კვერცხი კანადიდან შემოაქვთ და ფაბრიკის ინკუბატორში აწყობენ.

„მომხმარებელს ინდაურის ყიდვა შეუძლია როგორც მთლიანის, ისე - ნახევრის, მას სურვილის შემთხვევაში გაუჭრიან. კილოგრამის ფასი საშალოდ 15 ლარამდეა, რაც ბაზარში გასაყიდი ინდაურის ხორცის ფასზე იაფია. ვცდილობთ, ინდაურის ხორცი მომხმარებლისთვის არამხოლოდ საახალწლოდ, არამედ მთელი წლის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი“, - განუცხადა Bm.ge-ის რამაზ გიორგობიანმა.

,,ძევერის მეფრინველეობის“ ფაბრიკაში, რომელიც გორში, სოფელ ,,ძევერაში“ მდებარეობს, ინდაურის გარდა ქათამსაც ზრდიან და ,,კარფურს“ დღეში 2 ტონა ხორცით ამარაგებენ; საახალწლოდ კი, ამ მოცულობას 3 ტონამდე გაზრდიან.

ფაბრიკას საკუთარი სასაკლაო და საჩეკი ინკუბატორი აქვს.

კომპანიამ წელს გაფართოების მიზნით, მეორე ფაბრიკაც გახსნა, რომელიც გორის რაიონში, სოფელ გრაკალში მდებარეობს.

ახალ ფაბრიკაში 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს და ყოველთვიურად იქ 35 ათას ბროილერის ჯიშის ქათამს ზრდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები