მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელი Cadillac-ი წელს გაყიდვების ზრდას ელის

5e2edaa0eaee6
ნათია თაქთაქიშვილი
27.01.20 23:20
823
მსოფლიოში ძვირად ღირებული მანქანების მწარმოებელი კომპანია Cadillac-ი 2020 წელს გაყიდვების ზრდას ელის. Cadillac-ის პრეზიდენტ სტივ კარლისლის განცხადებით, კომპანია ორმაგ ზრდას ელოდება ჩინეთის ბაზრიდანაც. ამის შესახებ CNBC-ი წერს.

გამოცემა კომპანიის პრეზიდენტზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ Cadillac-ის გაყიდვები წელს 2018 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 390,000 ავტომობილი გაყიდა. აღნიშნულ ზრდას კომპანია Cadillac-ის სედანს CT6-ს უკავშირებს.

Cadillac CT6-ი ტექნიკურად და ტექნოლოგიურად, მთელს მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და განვითარებული ავტომობილია. მაგალითად, მისთვის შეიმუშავეს ძარის დამზადების ახალი ტექნოლოგია, რომელიც კონსტრუქციაში ამავე კომპანიის სხვა მოდელებზე 20 პროცენტით ნაკლები დეტალის გამოყენების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, შასის სტრუქტურაში უხვად გამოიყენებენ ალუმინს, მაღალი სიმტკიცის ფოლადს და მაგნიუმს, რისი წყალობითაც, ფლაგმანის წონა, უფრო პატარა CTS-ისაზე (რომელზეც 200 მილიმეტრით გრძელი უნდა იყოს) 25 კილოგრამით ნაკლებია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სედან CT6-ით Cadillac-ი კონკურენციას უწევს ისეთი ცნობილი ბრენდის ავტომობილებს, როგორც არის Mercedes-Benz-ის S-Class-ს, Audi A8-ს და BMW 7-Series.