მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-მა თბილისის მეტროსთვის რუსულ კომპანიასთან €49-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმება შეაჩერა

622b761aeb15c
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 20:40
9313
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) შეაჩერა ხელშეკრულების გაფორმების პროცესი რუსულ კომპანია Метровагонмаш-თან.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროსთვის 44 ვაგონის შესყიდვას ითვალისწინებდა, რუსულმა კომპანია Метровагонмаш-მა გაიმარჯვა.

ხელშეკრულების მოცულობა 49.2 მილიონი ევრო (175 მილიონი ლარი) იყო.

თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების პროცესი EBRD-მ შეაჩერა.

საკითხთან დაკავშირებით BMG-მ EBRD-ს უკვე მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.