მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკური სიტუაცია თუ არ დასტაბილურდა, ტანსაცმელი მეორეხარისხოვანი გახდება“ - KOTON

625c211417ec8
ლიკა გურაბანიძე
18.04.22 09:30
1573
“Koton”-ის მაღაზიათა ქსელში წელს ფასები არ გაზრდილა. როგორც კომპანიის საოპერაციო მენეჯერი რუსუდან ჯანეზაშვილი ამბობს, 2022 წლის სრული კოლექცია თურქეთში გასულ წელს, იმ დროს არსებული გაცვლითი კურსით შეუკვეთეს და შესაბამისად, სავალუტო რყევების მიუხედავად, ფასების კორექტირებას არ გეგმავენ.

ამასთან, bm.ge-სთან საუბრისას „კოტონის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებელი ტანსაცმლის შოპინგზე ნაკლებს ხარჯავს.

„ჩვენთან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები დადიან, ამიტომ გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, მსყიდველუნარიანობის პრობლემა არსებობს. მომხმარებელი იმდენ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, რამდენსაც ყიდულობდა; თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, ტანსაცმელი მეორეხარისხოვანი გახდება“, - ამბობს რუსუდან ჯანეზაშვილი.

“კოტონის” მაღაზიათა ქსელში აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში არსებულმა ორნიშნა ინფლაციამ კლება არ დაიწყო, მომავალი წლისთვის ფასების ზრდა მოუწევთ.

“კოტონი” საქართველოს მასშტაბით, ჯამში, 150 ადამიანს ასაქმებს. მისი მაღაზიები თბილისში (შვიდი მაღაზია) ქუთაისში (ერთი მაღაზია) და ბათუმში (ერთი მაღაზია) მდებარეობს.