მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ-სალვადორში ბიტკოინის ქალაქი გაშენდება

61b22c453ba39
თათია კაკიაშვილი
10.12.21 00:30
1301
ელ-სალვადორი ვულკანის ბაზაზე ბიტკოინის ქალაქის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პროექტის დასაფინანსებლად კრიპტოვალუტა გამოიყენება. პრეზიდენტ ნაიბ ბუკელის განცხადებით, ქალაქს წრიული ფორმა ექნება, რითაც ის დიდ მონეტას კიდევ უფრო მეტად დაემსგავსება. ბიტკოინის ქალაქი ელ-სალვადორის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გაშენდება.

ამასთან, ბუკელის თქმით, ადგილზე, სადაც ბიტკოინის ქალაქის გაშენება იგეგმება, ვულკანის გეოთერმული ენერგია იმდენად მაღალია, რომ მას ბიტკოინის მაინინგის გასაძლიერებლად გამოიყენებენ. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში მასშტაბური პროტესტი გამოიწვია იმის გამო, რომ არსებობს შიშები, რომ კრიპტოვალუტა ლათინურ ამერიკას არასტაბილურობას და ინფლაციას მოუტანს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბიტკოინის ქალაქში საშემოსავლო გადასახადი არ დაწესდება, მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადი იქნება ძალაში. პრეზიდენტ ნაიბ ბუკელის თქმით, მიღებული შემოსავლის ნახევარი ქალაქის აშენებას მოხმარდება, დანარჩენი კი - ქუჩების მოწესრიგებასა და სისუფთავეს.

ცნობისთვის, ელ-სალვადორი ახლახან გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ბიტკოინი ლეგალურ გადახდის საშუალებად გამოიყენება.