მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელონ მასკს მეექვსე შვილი შეეძინა

5eb1cafb125a5
თამთა ჯიჯავაძე
06.05.20 00:19
1564
Tesla-ს დამფუძნებელ ელონ მასკს ვაჟიშვილი შეეძინა. ამის შესახებ მან თავად დაწერა „ტვიტერზე“.

„დედა და ბავშვი კარგად არიან“, – წერს მასკი.

მასკისა და კანადელი მომღერალის Grimes–ისთვის ეს პირველი საერთო შვილია. მასკს კიდევ ხუთი შვილი ჰყავს წინა ქორწინებიდან – ტყუპები გრიფინი და ხავიერი და სამი ტყუპი დამიანი, საქსონი და კაი. ერთი შვილი კი გარდაცვლილი ჰყავს.

Grimes–მა ორსულობის შესახებ იანვარში განაცხადა და Instagram-ზე დაწერა ამის შესახებ. მომღერალი და ელონ მასკი 2018 წლიდან არიან ერთად.