მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Energo-pro Georgia-მ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21,7 მლნ ლარად შეიძინა

5980750214dc8
BM.GE
01.08.17 16:31
6145
ენერგო პრო ჯორჯიამ კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21,7 მლნ ლარად შეიძინა. ელექტრონული აუქციონი დღეს დასრულდა. ენერგო-პრო ჯორჯიაში „საქმის კურსს" უთხრეს, რომ კომპანია სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის კუთვნილ ავტომობილებსაც შეისყიდის, რომელთა ფასი აუქციონზე 198900 ლარია.

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია" კახეთის რეგიონში გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. "სინათლე"-ს ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება. სს "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" ემსახურება 117 058 აბონენტს.

კახეთის ენერგოდისტრიბუცია გაკოტრების რეჟიმშია.