მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდ-ვითარების გათვალისწინებით, ,,შუამთობის" ღონისძიება არ გაიმართება

61054748efc89
თამთა ჯიჯავაძე
31.07.21 16:50
516
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, წელს, აჭარაში "შუამთობის" ღონისძიება არ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.

ცნობისთვის, "შუამთობა" ყოველწელს, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მაღალმთიან აჭარაში იმართება და დღესასწაულის ფარგლებში ტრადიციულად კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.

თუმცა, წელს, გამომდინარე იქიდან, რომ აჭარაში კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მზარდია, მთავრობამ დღესასწაულის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ეს ეხება ოფიციალურ ნაწილს, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმას, რომ მოსახლეობის თავშეყრა მაინც მოხდეს. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში, მხოლოდ აჭარაში კოვიდ-ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, აჭარაში მხოლოდ საავადმყოფოებში 620 ადამიანი მკურნალობს.