ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება", - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ახალგორში დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევას ედავება.