მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის განვითრების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი და საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

5e55072a8cc0d
თელარა გელანტია
25.02.20 15:42
1885
ექსპორტის განვითარების ასოციაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ანი კვარაცხელია აირჩიეს, რომელიც ასოციაციას სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ შეუერთდა.

"მის სახელს უკავშირდება არაერთი სახელმწიფო ინიციატივა, მათ შორის, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს და ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიის შექმნა და განვითარება", - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

მისივე ინფორმაციით, ექსპორტის განვითარების ასოციაციის მმართველ და მრჩეველთა საბჭოს 3 ახალი წევრი შეემატა - ნიკა ქურდიანი, დათუნა რაქვიაშვილი და მამუკა ბერიაშვილი.

"ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ახალ გამოცდილდებას და ხედვას შესძენენ კერძო სექტორის, პოლიტიკის განვითარების, სტრატეგიისა და ინოვაციის, ბაზრის ანალიზის, ბიზნესის, სტარტ აპის განვითარების, კომუნიკაციისა და მარკეტინგის მიმართლებით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ასევე არიან გვანცა მელაძე, გიორგი აბაშიშვილი და ზურა ღამბაშიძე", - ამბობენ ასოციაციაში. 

ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია 2011 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ქართული კერძო სექტორის განვითარების სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამებში. მათ შორისაა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ღვინის კამპანია აზიაში (2011-2012), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა 2013 წელს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს (აწარმოე საქართველოში) შექმნა, რომელსაც იგი 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა; ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია და ექსპორტის დაკრედიტების სქემების საქართველოში დანერგვის იდეა. 2017-2019 წლებში კი ანი კვარაცხელია აქტიურად იყო ჩართული ანაკლიის პორტის, ქალაქისა და ეკონომიკური ზონის განვითარებაში, როგორც „სს ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს. ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით.EDA აერთიანებს ასამდე ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმესა და მომსახურების მიმწოდებელს. სოციაცია ექსპორტიორებს სთავაზობსმუდმივად განახლებულ პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას და სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ასოციაციის მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.