მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი ქსელიდან პირბადეების 70% უკვე ამოიყიდა - ეკონომიკის მინისტრი

5e903eecddb87
ვიქტორია მღებრიშვილი
10.04.20 13:50
817
საქართველოს მთავრობის ორგანიზებით წარმოებულ პირბადეებზე მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა დიდია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე აფთიაქებში 400 000 ცალი პირბადე გუშინ შეიტანეს, თუმცა ერთ-ერთ ქსელში შეტანილი რაოდენობის 70% უკვე ამოყიდულია.

"მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი დღეა, რაც ჩვენ პირველი პარტია - 400 000 ცალი პირბადე შევიტანეთ საქართველოს სააფთიაქო ქსელებში, ჩვენც შემოგვდის ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ქსელიდან 70% უკვე ამოიყიდა და სხვა ქსელებშიც არის ძალიან დიდი მოთხოვნა.

კარგია, რომ ადამიანებმა გაათვიცნობიერეს, რომ აუცილებელია პირადი დაცვის საშუალებების ტარება, შეძენა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვეცდებით შევავსოთ ეს მარაგები, იმიტომ რომ ჩვენ ვკერავთ საკმაოდ დიდ რაოდენობას და ვფიქრობთ, მაქსიმალურად შევძლებთ, ბაზრის ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. ამაზე მუშაობს სამინისტროს მთელი ჯგუფი, გვაქვს ინფორმაცია სააფთიაქო ქსელებიდან და ვთანამშრომლობთ მათთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.