მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ კვირაში გაგაცნობთ აზარტული თამაშების დაბეგვრის ახალ სისტემას - ფინანსთა მინისტრი

619b63d993589
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.21 13:41
2219
აზარტული თამაშების სექტორის რეგულირება მკაცრდება - 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაში იზღუდება, იკრძალება თამაშების რეკლამირება, ონლაინ-კაზინოებისთვის კი გადასახადები იზრდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ "მეორე ეტაპზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები", მაგრამ არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება დადგეს "მეორე ეტაპი". 

დღესვე, მთავრობის სხდომის შემდეგ საკითხზე განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელიც ამბობს, რომ რეგულირების ახალი მოდელის პრეზენტაცია ერთ კვირაში გაიმართება, ხოლო დაგეგმილი ცვლილებებით "აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა" სრულიად შეიცვლება.

"ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ახალი რეგულაციების შემოღებას, რომლის მიზანია, ონლაინ-თამაშებთან მიმართებით მაქსიმალურად მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შემცირება. პირველი ეტაპი, რომელიც იქნა გაჟღერებული და რაზეც დავალება მიიღო ფინანსთა სამინისტრომ და რაზეც ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას, ეს გულისხმობს საგადასახადო დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც გაჟღერებულ პრინციპებთან იქნება შესაბამისობაში. იქნება გარკვეული ცვლილებები, რომლებიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღებას და ასევე რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართულებით გარკვეულ შეზღუდვებს. ეს არის ის, ჩარჩო, რაც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული ამ სექტორთან მიმართებით.

ჩვენ ის სისტემები, რომლებიც აწყობილი გვაქვს გვაძლევს შესაძლებლობას რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ.

რეკლამა პრაქტიკულად უნდა აიკრძალოს. რაც შეეხება გადასახადებს, აქ არამხოლოდ რომელიმე ერთი გადასახადი, არამედ ყველა გადასახადის სტრუქტურის ცვლილება მოხდება. სხვა მოდელი იქნება შემოთავაზებული, როგორც მოგების ასევე ფსონების მიმართულებით. დაიბეგრება GGR ანუ შემოსული ფსონები და გაცემული მოგება. დაბეგვრის მოდელით საგადასახადო ტვირთი იქნება ბევრად მაღალი და იქნება იმ ფორმით, რაც შეამცირებს მიმზიდველობას მოთამაშეთა მხრიდან.

საგადასახადო ტვირთი გაიზრდება, არაა საუბარი, რომ წლევანდელ წელს ან მომდევნო წელს სრულად ყველაფერი იკრძალება, აქ საუბარია რომ მნიშვნელოვნად შეიზღუდება და ტვირთი საგადასახადო გაიზრდება", - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

გაიგეთ რამდენი მილიონის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები - სტატისტიკა.