10.ივლისი .2020 14:04

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

views 1578
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და მას კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა. გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია მათი კონტაქტებიც, ვისთანაც ინფიცირებულს შემხებლობა ჰქონდა. შესაბამისად, მასთან მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებელს, შესაბამისი კვლევები უტარდებათ.