მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს არის ჩემი ბათუმი. ისე მენატრებოდა აქაურობა“ - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

6156aa573455b
ინგა მურუსიძე
01.10.21 10:31
1358
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიმართვა, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, სწორედ იქ, სადაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა აშენებულიყო.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის საქართველოში გვიან ღამით შემოვიდა და მალე თბილისში ჩამოვა.

„2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ხმა უნდა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც - გახარიას. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოგწონთ, ხმა მიეცით პატარა პარტიებს. ეს არის ჩემი ბათუმი. ისე მენატრებოდა აქაურობა, ეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ ჩემი ოცნება საბოლოოდ მაშინ ასრულდება, როცა საქართველო დადგება ფეხზე.

თუმცა დღეს ბათუმში მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის, ხოლო სადაც ეს არის, იქ არსად არ არის განვითარება და წინსვლა. 2 ოქტომბერს არჩევნებზე უნდა მივიდეთ, ხოლო 3-ში შევიკრიბოთ და გავავსოთ რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, თუ ვიქნებით 1000 ათასი ადამიანი, ვეღარ დაგვამარცხებენ. თქვენ იმედზე ვარ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცხოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. მიდით არჩევნებზე“, - აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.



შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, რომ სწორედ 2 ოქტომბერს, საქართველოში თვითმფრინავით დაბრუნდებოდა.