მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ესტონეთის მთავრობაში იდიოტები არიან და გახარია-თურნავაა ხალხზე მზრუნველი?! აღადგინეთ ფრენები“

5f4e20b10ef54
ინგა მურუსიძე
01.09.20 14:35
1019
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს, იმ უსაფრთხო ქვეყნებთან, რომელთა სია თავად სახელმწიფომ შეადგინა, ავიამიმოსვლა სასწრაფოდ აღადგინოს. 

ამის შესახებ განცხადება კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. დეპუტატის მტკიცებით,  მთავრობა „ვიზეარს“ ფრენების განსაახლებლად არჩევნებამდე მოცდას სთავაზობს.

გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, ევროკონტროლის მონაცემებით, ევროპის 42 ქვეყანას შორის, ყველაზე ცოტა ფრენა საქართველოშია. 

„დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა სახეზე გვაქვს დეფაქტო, მთავრობის მიერ დაწესებული არაფორმალური აკრძალვა, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების აკრძალვა. ავიაკომპანიებს პირდაპირ ეუბნება მთავრობა, რომ მოიცადონ არჩევნებამდე. რა შუაშია არჩევნები ვირუსთან? ეს არის ბოდვაა და აბსურდი. სინამდვილეში საქმე გვაქვს იმასთან, რომ საქართველოში არ დაბრუნდეს ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჩამოსვლას გეგმავდა. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში დაუმთავრდათ მუშაობის ვადა ან ეკონომიკური კრიზისის გამო ბრუნდებიან და ა.შ. საუბარი არის რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული მოქალაქის ქვეყანაში არჩამოშვებაზე.

სწორედ ეს არის მთავარი. ასეთი კარანტინი არსადაა. რამდენიმე დღის წინ ტალინიდან „ვიზეარმა“ დაამატა ახალი რეისები, რა გამოდის ახლა?! ესტონეთის მთავრობაში იდიოტები არიან, საკუთარი ხალხის დახოცვა უნდათ და გახარია-თურნავა არიან ჭკვიანები ან ხალხზე მზრუნველები? მოგმართავთ, დაუშვით ფრენები თქვენსავე გამოცხადებულ უსაფრთხო ქვეყნებში. დაუშვით „ვიზეარი“, - მიმართა გიორგი კანდელაკმა ხელისუფლებას.

დეპუტატმა კარანტინთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ხდება „ჩაწყობები“ და მთავრობასთან დაახლოებული პირები ქვეყანაში კარანტინის გარეშე შემოდიან.

„სწორედ ამას ემსახურება ეს ორ კვირიანი დისკრიმინაციული კარანტინი, როცა უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი ადამიანებიც კი უნდა ჩავაყუდოთ ორკვირიან კარანტინში. წარმოიდგინეთ ერთი ოჯახი, რომლის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი წევრები სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ანუ ერთი უნდა ჩავაყუდოთ კარანტინში და დანარჩენები გავუშვათ სახლში - სად არის ლოგიკა?“, - ამბობს კანდელაკი.