მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევოლუშენ საქართველო სტუდენტ თანამშრომლებს 1000-ლარიანი სტიპენდიის აღების შანსს სთავაზობს

642584c48bc42
BM.GE
30.03.23 16:48
641
ევოლუშენ საქართველომ თანამშრომლებისათვის სტიპენდიის პროექტი დააანონსა, რომლის მიზანი სტუდენტების წახალისება და მათი მოტივაციის ზრდაა. EVO სტიპენდიის პროექტი მხარს უჭერს თანამშრომლებს თავიანთი ნიჭის გამოვლენაში, რათა მომავალში მათ შეძლონ წვლილის შეტანა საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებასა და ზრდაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ გზით, სურთ დააფასონ თანამშრომელთა შრომისმოყვარეობა, ლოიალობა, საქმისადმი სწორი დამოკიდებულება და დაეხმარონ მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაში, არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ევოლუშენის წარმომადგენლების თქმით, პროექტში მონაწილეობა და განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ თაანამშრომელს, რომელიც ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობს. სტიპენდიის მომავალ მფლობელებს სპეციალურად პროექტისათვის შექმნილი გუნდი გამოავლენს.

„ჩვენთან დასაქმებულთა უმრავლესობა სტუდენტები არიან, სწავლასა და მუშაობას უთავსებენ ერთმანეთს. სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ევოლუშენის სტიპენდიის იდეა, რომელიც სწავლის დაფინანსებას 1000 ლარით ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს თანამშრომლებს განსხვავებული სურვილები თუ მიზნები გააჩნიათ, განვითარებისკენ სწრაფვა ნამდვილად თითოეული ჩვენთაგანის გამაერთიანებელი ნიშანია. ვფიქრობთ, რომ ევო სტიპენდიის პროექტით უფრო მეტ ადამიანს მივცემთ საკუთარი თავის რეალიზების შანსს.“- ამბობს ქეთევან გოლიაძე, ევოლუშენის საქართველოსა და სომხეთის სტუდიების ბრენდინგისა და კომუნიკაციის მენეჯერი.

ევოლუშენში დასაქმების მსურველებს, აპლიკაციის შევსება შეუძლიათ ვებგვერდზე : https://firstjob.ge/ 



ევოლუშენი შვედური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 20+ ქვეყნის მასშტაბით, კომპანიებს Live გადაწყვეტილებებსა და ონლაინ კაზინო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ამასთან, ევოლუშენი ერთერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია საქართველოს ბაზარზე და ამ ეტაპზე 7000 ადამიანზე მეტს აძლევს საშუალებას იმუშაონ საერთაშორისო კომპანიაში, წინასწარი გამოცდილების გარეშე.
კომპანია საქართველოს ბაზარზე კორპორატიული სოციალური მიდგომებითაც გამოირჩევა. ევოლუშენის მიზანია, დაეხმაროს ახალგაზრდებს მათი ნიჭის აღმოჩენასა და რეალიზაციაში არამხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ გარეთ. სხვადასხვა სოციალური აქტივობების ფარგლებში, კომპანია ფოკუსს ახალგაზრდებისათვის განათლების ხელმისაწვდომობაზე აკეთებს.

(რ)