მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს(EUGBC) ორგანიზებით დღეს გაიმართა დიალოგი ბიზნესთან

5f1063635bb1b
BM.GE
16.07.20 18:24
835
„დღეს საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, სააგენტოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებულ პროგრამები გავაცანით. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და მათთვის საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის განახლებული ფინანსური მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რადგან ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად რჩება მათი ჩართულობა“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ხიდურელმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებულ პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამსწრე საზოგადოება საქართველოს საინვესტიციო სტრატეგიასაც გაეცნენ.


შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.