მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის ჩამორთმევის ფაქტს აფასებს

620ceece29d6a
ინგა მურუსიძე
16.02.22 16:42
508
"ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტა შესაძლოა, დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა", - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დეპუტატის მანდატი ჩამოერთვათ „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათელაშვილს.