მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ევროპული ინვესტიციების სიმცირეა"

5c98c82de20fa
მარიამ ადამია
25.03.19 21:00
1267
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, „ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ქვეყანაში ინვესტიციების სიმცირეა“.

ამის შესახებ გოგოლაშვილმა bm.ge-ის მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ევროკავშირის ქვეყნებში 10%-ით შემცირებულ ექსპორტზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, პრობლემას ევროპული და განვითარებული ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები გადაჭრის. ინვესტიციები, რომლებიც საბოლოოდ, წარმოებაში უნდა ჩაიდოს. ამის გარეშე, საექსპორტო, კონკურენტუნარიანი საქონლის მხოლოდ ადგილობრივი რესურსით განვითარება ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშრის ბაზარი დღეს ჩვენთვის გახსნილია, ქართველ მეწარმეებს, მაინც არ აქვთ საშუალება, რომ მიაწოდონ ის პროდუქტი, რაც ევროკავშირის ბაზარს სჭირდება. იმ ხარისხის, როგორიც სჭირდება და თანაც ეს ყველაფერი დაბალ ფასად“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქართველი მეწარმეებისთვის კიდევ ერთ ყველაზე დიდ პრობლემას სერტიფიცირების საკითხი წარმოადგენს.

„საქართველოსთვის ე.წ. ხარისხის ინფრასტრუქტურის დახვეწა და სატრანსპორტო კავშირების გამარტივება მთავარი გამოწვევებია იმისათვის, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მჭიდროდ მოვიკიდოთ ფეხი. გადაზიდვა ძვირი ჯდება და დროშიც იწელება, ამიტომაც განსავითარებელია ინფრასტრუქტურა და გასაფართოებელია ლაბორატორიების ქსელი, რომლებიც შეამოწმებენ პროდუქტს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება საქართველოშიც სერტიფიკატის მიღება“, - აღნიშნა მან.