დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ოფიციალურ დოკუმენტში შესაბამისი რეკომენდაციები აისახება, ქვეყნის ხელისუფლება პირობებს შეასრულებს. ამის შესახებ მან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებზე კომენტირებისას ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ამ პირობების შესრულება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
„ყველა პირობას, რაც ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან მოახერხა და ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი; თუ მოახერხა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში თავისუფლად გადავადგილდებით, ვიზის გარეშე; თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, - რატომ ვერ მოახერხებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც არის წარმოდგენილი. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ პირობების შესრულება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავართმევთ ამ გამოწვევას თავს. რა თქმა უნდა, ისიც მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან, ამ პირობების შესრულების შემდეგ, იქნება ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე