მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპარლამენტმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირა

5e31cee1e122f
BM.GE
29.01.20 22:22
1487
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას. ბრექსითის შეთანხმების რატიფიცირების მომხრე 621 დეპუტატი იყო, 49 კი მოწინააღმდეგე. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურად ბლოკს პარასკევს ღამე დატოვებს.

შეგახსენებთ, ქვეყნის ევროპული გაერთიანებიდან გასვლის შეთანხმებას ევროპარლამენტამდე ბრიტანეთის პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

ბრექსითის განხორციელება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავარი დაპირება იყო.