მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ღამის ეკონომიკის წარმომადგენლებისთვის დახმარების პაკეტი შესაძლოა 2 კვირაში გახდეს ცნობილი

6071496adbcf7
ინგა მურუსიძე
11.04.21 16:30
729
თბილისის მერიას ღამის ეკონომიკის პროექტზე რაიმე კონკრეტული გეგმა ან სიახლე ამ ეტაპზე კვლავ არ აქვს. BM.GE ესაუბრა თბილისის მერიის ეკონომიკის საქალაქო სამსახურის უფროსს, ვახტანგ ლემონჯავას, რომელიც ამბობს, რომ რაიმე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას პანდემიაც არ იძლევა.

გარდა ამისა, დავინტერესდით, თუ რა ეტაპზეა ღამის კლუბების დახმარების პროგრამა, რომლის გაცემის პირობაც მერიამ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დააანონსა.

„ღამის ეკონომიკას რაც შეეხება, ამ საკითხზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, ხდება ინფორმაციის გაცვლა სფეროს წარმომადგენლებთან და ასოციაციასთან. ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ ის მოდელი, რომელიც ყველაზე მეტად მისაღები იქნება და ამით სფეროს წარმომადგენლების დახმარებას შევძლებთ. ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება 1-2 კვირაში უკვე იყოს მიღებული გადაწყვეტილება, როგორი სქემით მოხდება ამ პროგრამის დასრულებაც“, - განაცხადა ლემონჯავამ.

მერიის წარმომადგენლის განმარტებით, მუშაობა ფინანსური დახმარების გაწევის კუთხით როგორც ინდივიდუალურად, სექტორში დასაქმებულებზე, ისე ორგანიზაციებზეც.

გარდა ამისა, დახმარება შეიძლება იყოს ერთჯერადი, ან ერთი, მრავალ თვეზე გადანაწილებული.

ვახტანგ ლემონჯავას ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარამდე იქნება და თანხა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები