მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ტაბელების წარმოების პროცესში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

633e744d490b0
ლიკა მეგუთნიშვილი
06.10.22 12:15
616
ტაბელების წარმოების პროცესში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს, თუმცა, რას შეეხება სიახლე შრომის ინსპექტორი ჯერჯერობით არ ასახელებს.

„ტაბელების წარმოების პროცესთან დაკავშირებით ბიზნეს ასოციაციებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ და მიღებული გადაწყვეტილება არაუგვიანეს მომდევნო თვისა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება“, - აცხადებს ბექა ფერაძე.

ინფორმაციისთვის, 1 მარტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები