მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

6205554909225
BM.GE
10.02.22 22:10
910
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი თოვა და დაბალი ტემპერატურაა.