მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეზუგბაია: COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა აგრესიული კვლევის შედეგია

5ea40c3829e0d
დავით ჯალაღონია
25.04.20 11:05
2574
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-ით გაიზარდა და 456-ს მიაღწია - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ასევე, მან მატების ამ მაჩვენებლის მიზეზები განმარტა.

"მინდა განვმარტო 25 ახალი შემთხვევის შესახებ - გუშინ ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლიუს, ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა ერთდროულად იყო ჩატარებული, რაც მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობაა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება ალბათ კვლევები და ვიმედოვნებთ, ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება ახალ პაციენტებს, ინფექციურ საავამყოფოში ასეთი ოთხია მოთავსებული. 

"აქედან ორი მოზარდია. სულ 9 მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმე არ არის. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა - 37.3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს და ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია. 

დანარჩენი ორი პაციენტიდან ერთზე პნევმონია არ არის, მეორეზე არის, მაგრამ - საშუალო სიმძიმის. რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს - სამი ბოლნისის შემთხვევაა და ერთის წყარო უცნობია, რომლის მოძიება მიმდინარეობს. 

კრიტიკული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს. 17 მძიმე პნევმონიით არის, დანარჩენი საშუალო და მსუბუქი პნევმონიებით, ან პნევმონიის გარეშე", - განმარტა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან 132 პაციენტი გამოჯანრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4949 მოქალაქე იმყოფება, 555 მოქალაქე კი - სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ.