მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა და YouTube-მა კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფრომაციის შემცველი ვიდეო წაშალა

5eb509ac32e5b
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 12:15
967
მსოფლიოში ცნობილმა სოციალურმა პლატფორმებმა Facebook-მა და YouTube-მა განაცხადეს, რომ მათ ვიდეოს წაშლა მოუწიათ, დასახელებით - "პანდემია", რადგან კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბ ინფრომციას შეიცავდა, რაც სამედიცინო დონეზე დადასტურებული არ იყო. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

26-წუთიანი ვიდეო სოციალურ ქსელში მიმდინარე კვირას გავრცელდა, სადაც ვაქცინების მოწინააღმდეგე ამერიკელი აქტივისიტი ჯუდი მაიკოვითსი საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ნიღბების გამოყენება ხალხში კორონავირუსის გავრცელების რისკებს ზრდის და აკრიტიკებს "სახლში დარჩენის" პოლიტიკას.

აღსანინავია, რომ ვიდეოში მოცემული შინაარსი რაიმე სახის მტკიცებულებით გამყარებული არ არის და არც სამედიცინო წყაროებს ეყრდნობა.

"იმ ინფორმაციის ტირაჟირება, რომ ნიღბის მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკებს ზრდის, შეიძლება საზოგადოებისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ამიტომ ჩვენ ამ ვიდეოს ვშლით", - განაცხადა Facebook-მა.

გავრცელებულ ვიდეოში აქტივისტი აღნიშნავს, რომ კორონავირუსი კონსპირაციული შეთქმულებაა ადამიანებს შორის და მათი მიზანია, მატერიალური სარგებელი მიიღონ ვაქცინებიდან.

YouTube-მა განაცხადა, რომ კომპანიის წესების თანახმად, რომელიც ეწინააღმდეგება "დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებას კორონავირუსთან დაკავშირებით", აღნიშნული ვიდეო წაშალა, მაგრამ გუშინ, მოგვიანებით, ამ ვიდეოს შედარებით შეცვლილი ვერსია ისევ ხელმისაწვდომი გახდა Youtube-ზე.