29.ნოემბერი .2021 12:06

ფარმაბაზრის რეგულაციებზე კანონპროექტი დეკემბერში იქნება... ასეთია ჩვენი სურვილი - პრემიერი

ფარმაბაზრის რეგულაციებზე კანონპროექტი დეკემბერში იქნება... ასეთია ჩვენი სურვილი - პრემიერი
views 302
უკან

"ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, პარლამენტთან ერთად, მთავრობა ინტენსიურად იმუშავებს ამ საკითზე.

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ, ჯანდაცვის მინისტრი მუშაობს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტი დეკემბერში იქნება წარდგენილი პარლამენტში. ასეთია ჩვენი სურვილი და ჩვენ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად, ინტენსიურად ვიმუშავებთ ამ საკითზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: გასულ კვირაში ცნობილი გახდა კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის გაცნობის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, რომ ფარმაცევტული სფერო რეფორმირებას საჭიროებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მედიკამენტების ფასების რეგულირების და სამედიცინო ჰოლდინგების დაშლის კუთხით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა