მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: ბიზნესებმა ზოგ შემთხვევაში პირბადის გამოყენება სავალდებულოდ უნდა დატოვონ

60a3cb9eb90cc
ნათია თაქთაქიშვილი
18.05.21 20:50
607
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ჭკვიანური და მისაღები იქნება თუ ზოგ შემთხვევაში ბიზნესები ნიღბის გამოყენებას სავალდებულოდ დატოვებენ, რადგან რთული იქნება გაარჩიო ვინ არის სრულად აცრილი და ვინ არა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მოსახლეობის ნაწილი უკვე აცრილია, მაგრამ ნაწილი საერთოდ არ განიხილავს ამ ეტაპზე ვაქცინაციას, შესაბამისად მათი ინფიცირების რისკები მაღალია“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის თქმითვე, ზოგიერთმა დაწესებულებამ მაგალითად, როგორიც მაღაზიებია ნიღბების ტარება სავალდებულოდ უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით გაიდლაინები შეცვალა, რადგან ვაქცინაციის შემდეგ ვირუსის რესპირატორულად გადადების ალბათობა დაბალია.

ცნობისთვის, აშშ-ში მოსახლეობის დაახლოებით 37,7% უკვე აცრილია. ამასთან, CDC-ის ცნობით, ქვეყანაში ზრდასრულების 60%-ს მიღებული აქვს კოვიდ-ვაქცინა.