მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი covid-19-ის ვაქცინის საბოლოო დამტკიცებამდე მის გავრცელებას ცუდ იდეად მიიჩნევს

5f462f06bb80a
ნათია თაქთაქიშვილი
26.08.20 14:05
920
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი  ცუდ იეად მიიჩნევსკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელებას იქამდე, ვიდრე მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა საბოლოოდ არ დამტკიცდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ დონალდ ტრმპმა შესაძლოა, აიძულოს აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაცია, ვაქცინა ნოემბრამდე გახადონ ხელმისაწვდომი, რაც არჩევნებში მისი გამარჯვების შანსებს გაზრდის.

ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით აჩქარება, მისი მწვავე აუცილებლობის მიუხედავად, რისკთანაა დაკავშირებული.

„ერთადერთი, რისი ნახვაც არ რის სასურველი, ეს არის ვაქცინის გავრცელება ფართო მოხმარებისთვის მანამ, სანამ მისი ეფექტიანობა საბოლოოდ დამტკიცდება “, - განაცხადა ფაუჩიმ Reuters-თან სატელეფონო საუბრისას.

ამასთანავე, ენტონი ფაუჩი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ნაადრევად ბაზარზე გამოშვება სხვა ვაქცინების ტესტირებას გაართულებს.