მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: უფრო დიდი ეპიდაფეთქების რისკი არსებობს

5efdecb1856e3
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 20:40
1383
ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოსალოდნელი რისკების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, აშშ-ში COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებული პრობლემა თუ არ მოგვარდება, ის უფრო დიდ აფეთქებას გამოიწვევს.

„ჩვენ ძალიან ცუდი დარტყმა მივიღეთ, უარესი, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ, როგორც ინფიცირებულთა მაჩვენებლის კუთხით, ასევე ლეტალური შემთხვევების კუთხითაც. სიტუაცია კონტროლს უნდა დავუქვემდებაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკის ქვეშ ვართ, რომ უფრო დიდი ეპიდაფეთქების წინაშე აღმოვჩნდებით“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ფაუჩიმ აშშ-ი ევროპის ზოგიერთ ქვეყანას შეადარა, სადაც ვირუსის გავრცელების ნაკლები ფაქტები ფიქსირდება. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ეს ევროპამ, ფაუჩი პასუხობს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მიაღწიეს და ეს ქვეყნები 97%-ით იყო ჩაკეტილი, მაშინ როდესაც აშშ-ი ყველაზე მკაცრი "ლოქდაუნის" შემთხვევაშიც კი მხოლოდ 50%-ით ჩაიკეტა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. COVID-19 ბოლო დღე-ღამეში 50 203 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში რეგისტრირებულია COVID-19-ის სულ 2 685 806 შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსს 128 062 ადამიანი ემსხვერპლა.