მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერები მალე აგრო დრონების თანადაფინანსების პროექტით ისარგებლებენ

636a5d30271bb
მარიამ დემეტრაშვილი
08.11.22 20:20
1407
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების ახალ პროექტზე მუშაობს. როგორც მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა BMG-ის უთხრა, სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან ერთად, სახელმწიფო დრონების თანადაფინანსებასაც განხორციელებს, რომლებსაც ფერმერები შეწამვლისთვის გამოიყენებენ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

„ვაპირებთ დრონების მომსახურების დანერგვას სოფლის მეურნეობაში. ახლა მზადდება და ძალიან მალე გაეშვება პროექტი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ, სახელმწიფოს დახმარებით შეიძინონ აგრო დრონები და გამოიყენონ შეწამვლის დროს. gps-ით მისცემენ დრონს დავალებას და ფრენისას კონკრეტულ ფართობზე შეიტანს გარკვეული რაოდენობის წამალს. დრონის მომსახურება ცოტა ძვირია, მაგრამ ეს ბალანსდება იმით, რომ უფრო ეფექტიანია, შესაწამლი საშუალების დანაკარგიც ნაკლებია. ხარისხობრივად უმჯობესდება შეწამვლა. დრონებს გამოყენების საკმაოდ ფართო პროფილი აქვს და ვცდილობთ, ინოვაციებს ფეხი ავუწყოთ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წელს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 50 მლნ ლარია. პროგრამის მიზანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები