2020 წლის 27 ივლისიდან IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ხდება.
მოწევის შეწყვეტის წახალისებისა და მოწევის დაწყების პრევენციისკენ მიმართული გლობალური ძალისხმევის მიუხედავად, მსოფლიოში ამჟამად 1.1. მილიარდი მწეველია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, 2025 წლისათვის მოწევას 1 მილიარდ ადამიანზე მეტი გააგრძელებს.
თამბაქოს მომხმარებლები იმსახურებენ უკეთეს არჩევანს, რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება. დღეს, მათთვის ასეთი არჩევანის შესაძლებლობა არსებობს. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა. მეცნიერებისა და ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციის გამოყენება, როგორიც არის ელ-სიგარეტები და გახურებადი თამბაქოს პროდუქტები, ამცირებს სიგარეტის მოწევისგან გამოწვეულ ზიანს და ეს ალტერნატივები 21-ე საუკუნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას წარმოადგენს.
2020 წლის 7 ივლისს, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) თამბაქოს გახურებადი ელექტრონული სისტემის, IQOS-ის მარკეტინგის ნებართვა გასცა, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე თამბაქოს პროდუქტი (MRTP).
„FDA-ს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მთავრობებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ძალისხმევით უკვამლო ალტერნატივების სიგარეტისგან დიფერენციაცია და მათზე სიგარეტისგან განსხვავებული რეგულაციების დაწესება, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები. ჩვენ საკმაოდ გაბედული და ამბიციური მიზნები გვაქვს: გვსურს, რომ სიგარეტი მეცნიერებაზე დაფუძნებული, უკვამლო პროდუქტებით იქნას ჩანაცვლებული, და ამასთანავე, რაც შეიძლება მალე.“ - განაცხადა იური გორდოკმა, „ფილიპ მორისის“ კავკასიისა და მოლდოვას გენერალურმა მენეჯერმა.
„საქართველოში შემოდის ჩვენი უკვამლო პროდუქტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც გაიზიარებს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის იმ მაგალითებს და დანერგავს დაბეგვრისა და რეგულაციების იმდაგვარ სისტემას, რომელიც წაახალისებს იმ სრულწლოვან მწეველებს, რომლებსაც არ სურთ მოწევის შეწყვეტა, ჰქონდეთ არჩევანი გადავიდნენ უკვამლო თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაზე.“ - დასძინა იური გორდოკმა.
IQOS-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სარგებლის მომტანია საქართველოს ეკონომიკისთვისაც, რადგან ეს ინიციატივა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას გულისხმობს. იური გორდოკის განმარტებით: „IQOS-ის საქართველოს ბაზარზე გამოჩენა საშუალებას მისცემს ზრდასრულ მწეველ მომხმარებლებს, მიიღონ ოფიციალური განმარტებები პროდუქტების შესახებ, რაც უზრუნველყოფს მათ დაცვას ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციისგან.“
IQOS-ის შესახებ:
IQOS-ი არის ინოვაციური სისტემა, რომელიც შექმნილია კორპორაცია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ. IQOS-ი ტრადიციული მოწევის ალტერნატივას წარმოადგენს ზრდასრული მწეველებისათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას.
„ფილიპ მორის საქართველოს“ შესახებ:
“ფილიპ მორის საქართველო“ წარმოადგენს კორპორაცია „ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი თანამშრომელი და ბიზნესპარტნიორი ჰყავს.
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ (PMI) უძღვება თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს, რომლის საბოლოო მიზანს სიგარეტების უკვამლო პროდუქტებით ჩანაცვლება წარმოადგენს. PMI წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ჩართულია როგორც სიგარეტების წარმოებასა და გაყიდვაში, ასევე უკვამლო პროდუქტების, ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი აქსესუარების და სხვა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების წარმოებაში აშშ-ს საზღვრებს მიღმა არსებულ ბაზრებზე. ასევე, PMI რეალიზაციას უწევს იმ IQOS Platform 1-ის მოწყობილობასა და მის სათადარიგო ნაწილებს, რომელიც ავტორიზებულია FDA-ს მიერ და ლიცენზირებულია Altria Group Inc-სათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალიზაციის მიზნით.
PMI-ს უკვამლო პროდუქტის პორტფელი მოიცავს წვის ნაცვლად გახურებისა და ნიკოტინის შემცველი ვეიპინგის (vapor) პროდუქტებს. 2020 წლის 30 ივნისის მონაცემების მიხედვით, PMI ვარაუდობს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 11.2 მილიონმა მწეველმა უკვე შეწყვიტა მოწევა და გადავიდა PMI-ის გახურებადი პროდუქტების მოხმარებაზე, რომელიც მსოფლიოს 57 ბაზარზე არის ხელმისაწვდომი.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი