მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი დასაქმების ზრდაზე აცხადებს - "2019 წელთან შედარებით 9%-იანი მატებაა"

60c3446188d26
ინგა მურუსიძე
11.06.21 15:15
513
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლის აპრილში კერძო კომპანიებში დასაქმების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოდის.

„ჩვენს მიერ ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით 60 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა, ამ კომპანიების წარმატების დემონსტრირებისთვის მინდა შემოგთავაზოთ მათი დასაქმების დასაქმების ანალიზი, რომელშიც ვეყრდნობით აპრილის მონაცემებს და ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ბოლო დადეკლარირებული მონაცემები.

აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2019 წლის აპრილში შეადგენდა 575 000 პირს, თუმცა პანდემიის დროს იყო კლება და 2020 წლის აპრილში შემცირდა 530 ათასამდე, ხოლო 2021 წლის აპრილში გაიზარდა 627 ათას ადამიანამდე. ანუ პანდემიის შემდგომი ზრდა გვაქვს 9%“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.