მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფინბიურო“ - გზამკვლევი ადამიანის საკრედიტო ისტორიის გაჯანსაღების გზაზე (R)

637752b360e85
BM.GE
18.11.22 15:30
929
ფინბიურო 2015 წელს დაარსდა და სესხების მართვის ორგანიზაციას წარმოადგენს. კომპანიაში ამბობენ, რომ ფინბიურო ემსახურება ადამიანებს, რომლებიც ვერ უმკლავდებიან წარსულში დაგროვებულ სასესხო ვალდებულებებს და ფინანსური დაგეგმარებისათვის მოტივაცია და ძალის მოკრება სჭირდებათ. ფინბიურო საფინანსო ორგანიზაციებისგან შეისყიდის სესხებს და მომხმარებელს მათ საბოლოო დაფარვაში ეხმარება, რაც მიმდინარე ვალდებულებების ერთ სივრცეში მოქცევას ითვალისწინებს, მათ მენეჯმენტს და ინდივიდუალური შეღავათებისა და გრაფიკის შეთავაზებას. რატომ უნდა უპასუხოთ უცხო ნომერს ამას და სხვა დანარჩენს დეტალებში ფინბიუროს დირექტორი, სოფო ვარამაშვილი გვეტყვის.


• რგოლის ინსპირაციით დავსვამ პირველ კითხვას, რატომ უნდა უპასუხონ ადამიანებმა უცხო ნომრებს?

ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ საფინანსო ინსტიტუტების სესხებით და რიგი მიზეზების გამო ვეღარ ახერხებენ ვალის დაბრუნებას, სესხი გადადის ვადაგადაცილებაში. ასეთ დროს ადამიანს მოლოდინი აქვს, რომ ერთ დღეს საფინანსო ორგანიზაციისგან მოხდება მასთან დაკავშირება, რომელიც მოსთხოვს იმ სასესხო ვალდებულებების დაბრუნებას, რომელიც თავის დროზე იტვირთა მომხმარებელმა. საკმაოდ ნეგატიურ განწყობას იწვევს ადამიანში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტისგან ხორციელდება ზარი. ზოგადად ეს ინდუსტრიის პრობლემაა საქართველოში. ჩვენ გვინოდა ეს სტერეოტიპი დაგვემსხვია და საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი ვიკისრეთ ამ კუთხით. სწორედ ამ მიზნით დავუკვეთეთ ვიდეო რგოლი მეტრო ფროდაქშენს, რომელმაც ძალიან ზუსტად გამოხატა ჩვენი სათქმელი და ვიდეოთი ადამიანებს ვუთხარით, რომ დროული პასუხი, დროული რეაგირება და თანამშრომლობა ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებთან, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად წაადგებათ, რადგან უფრო მოკლე ვადაში დაბრუნდება ადამიანი ეკონომიკაში, უფრო მალე მოახერხებს საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის აღდგენას, რაც ბუნებრივია დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ საფინანსო ინსტიტუტთან ხელმისაწვდომობა არ გაქვს, პრაქტიკულად წარმოუდგენელია დღევანდელ რეალობაში სრულფასოვნად ცხოვრება. ჩვენ ამ ვიდეო რგოლის საშუალებით ვუთხარით ჩვენს მომხმარებელს, რომ დროული პასუხი არის გამოსავლის მოძებნა ჩვენი კომპანიის თანამშრომლეთან ერთად. ჩვენი კომპანია დიდ შეღავათებს სთავაზობს ჩვენს მომხმარებელს, პრაქტიკულად ვუკორექტირებთ სრულად ჯარიმებს, უდიდეს ნაწილს პროცენტისას და ვალდებულებას ვუნაწილებთ კლიენტს სრულიად უპროცენტოდ, მისი სოციალური მდგომრეობის გათვალისწინებით მისთვის ხელსაყრელ პერიოდზე.



• რას წარმოადგენს თქვენი ორგანიზაცია? რისთვის არის ფინბიურო? რას უნდა ელოდოს მისგან მომხმარებელი?


ჩვენი კომპანია გახლავთ ბ2ბ საქმიანობა, ჩვენ არ ვირჩევთ მომხმარებელს და არც მომხმარებელი გვირჩევს ჩვენ. ჩვენი კომპანია შეისყიდის მხოლოდ იმ სესხებს, რომელსაც საფინანსო ინსტიტუტი გასაყიდად გამოიტანს. ამის შემდგომ ვიწყებთ სესხების მართვას. სესხის მართვა გულისხმობს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით მომხმარებელთან დაკავშირების მცდელობას, იმისთვის, რომ დროულად და საწყის საფეხურზევე მოხდეს მომხმარებელთან კომუნიკაცია და ვიყოთ მოქნილები მასთან ურთიერთობაში შეღავათების გაწევის თვალსაზრისით. ჩვენი მომხმარებელი ჩვენს კომპანიაში თანხის გადახდისთანავე ადგება საკრედიტო რეიტინგის გამოსწორების გზას, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი საკრედიტო ქულისთვის აუცილებელია ყველა გადახდის დროულად განხორციელება და მიყოლა იმ მითითებებზე და რეკომენდაციებზე, რასაც გასცემს ფინბიურო.

მომხმარებლის წინასწარი უარყოფითი განწყობა, რომ არ არსებობდეს, გაცილებით მარტივად იქნებოდა საქმე და მეტი ადამიანი შეძლებდა საკრედიტო ისტორიის დროულ გამოსწორებას. ჩვენი კომპანიის ახალი ლოგოც, ჩირაღდანი ამის გამოძახილია - ჩვენი კომპანია არის გზამკვლევი ადამიანის ფინანსური გაჯანსაღების გზაზე, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ავუხსნათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ჩვენთან სესხის დროული მოგვარება ნიშნავს ბანკის სასესხო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას.

• ფინბიურო გუნდი მუშაობას რა ქსელით ახერხებს? რამდენი ფილიალი გაქვთ, რამდენი თანამშრომელი და მომხმარებელი გყავთ ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით გვაქვს 17 ფილიალი და დასაქმებული გვყავს 800-ზე მეტი ადამიანი. ამ ინდუსტრიაში ფინბიურო ყველაზე დიდი კომპანიაა, 200 000-ზე მეტი მომხმარებლით და სასესხო პორტფელის საკმაოდ დიდი მოცულობით.

• სოფო, შეიძლება თუ არა ფრთხილი ოპტიმიზმით მაინც ვთქვათ, რომ მომხმარებლის დამოკიდებულება სესხების მართვის ორგანიზაციების მიმართ იცვლება?

წლების გასვლასთან ერთად მიდგომებიც იცვლება, 5-7 წლის წინ რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ არსებობდა ჩვენი ტიპის უამრავი პატარა კომპანია, რომელიც არაეთიკური მიდგომებით და არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობდა მომხმარებელთან ურთიერთობას. ბაზარი საბედნიეროდ დარეგულირდა, ჩვენ ვართ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, მკაცრად ვიცავთ ეთიკის კოდექსს, მიმდინარეობს ზარების ჩაწერა და ხარისხის კონტროლი, იმისთვის რომ ეთიკური, კეთილსინდისიერი, ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული იყოს ის კომუნიკაცია, რომელსაც ვახორციელებთ მომხმარებელთან. ვიტყოდი რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, თუმცა მთავარია რომ არ ვუშნდებით გამოწვევებს, ვისწრაფვით მთელი გუნდი პროგრესისკენ და ამისთვის არ ვზოგავთ ენერგიას რომ განვითარდეთ და მეტი ღირებულება შევიტანოთ ჩვენი მომხარებლების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

• სოფო, მოგვიყევით ფინბიუროს რებრენდინგის შესახებ, რომელიც 2021 წელს დაიწყეთ. რა იყოს ამის მიზეზი, რატომ გადაწყვიტეთ აღმასრულებელ გუნდში, რომ ამ გზით წასულიყავით?

მოგეხსენებათ, კოვიდ პანდემიის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ადამიანების ცნობიერებაში და ზოგადად ვფიქრობ ახალ რელსებზე გადავეწყვეთ. ჩვენც გადავწყვიტეთ რომ რადიკალური ცვლილებები დაგვეწყო და ბევრი რამ შევცვალეთ. 2021 წელს დავიწყეთ მუშაობა ჩვენი კომპანიის სტატეგიული ბრენდის პლატფორმაზე, უჩა ურუშაძესთან ერთად, აქვე მადლობას გადავუხდი მას ძალზედ საინტერესო სამუშაო პროცესისთვის. ბრენდის პლატფორმის დასრულებისთანავე კი გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ვიზუალური რებრენდინგიც, გამოვცვალეთ სახელი, შეიცვალა ვიზუალური იდენტობა და დავიწყეთ საკომუნიკაციო კამპანიის წარმოებაც, იმისთვის რომ ჩვენი სათქმელი უფრო ფართო საზოგადოებასთან მიგვეტანა, ღიად და გამჭვირვალედ გვეთქვა, რომ გვიპასუხონ სატელეფონო ზარებზე, იმიტომ რომ დროული რეაგირება გარანტია იმის, რომ უფრო დროულად მოხდება ადამიანების ფინანსური საკითხების მოგვარება და ეკონომიკური გაჯანსაღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები