მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Fitch-ის პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით

602771c1b25b6
თელარა გელანტია
13.02.21 10:26
910
გავლენიანი სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, საიდანაც ირკვევა, რომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

Fitch-ი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს).

სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს. 

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. 2020 წლის განმავლობაში კი, ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა.