ტურისტებს ყველაზე მეტად ზღვის სანაპიროები იზიდავთ. ამას ადასტურებს იმ ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც დასვენებისთვის კეთილმოწყობილი და ბუნებრივად ხელსაყრელი საზღვაო ან საოკეანო სანაპიროები აქვთ. ტურიზმზე ყველაზე მეტად მცირე კუნძულოვანი ქვეყნებია დამოკიდებული, რაც მათი ეკონომიკების სიმცირით, კლიმატით და ძალიან კარგი ზღვის სანაპიროებით არის განპირობებული.
ტურიზმზე დამოკიდებული ტოპ-10 ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა - ბელიზი არ არის კუნძულოვანი სახელმწიფო. ტურიზმის წილად მიჩნეულია ტურიზმის დარგის კონტრიბუცია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) და არა ტურისტების მიერ დახარჯული თანხის თანაფარდობა მშპ-თან. მაგალითად, 2018 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 7.6% იყო, როცა უცხოელი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი საქართველოს მშპ-ის მიმართ 20%-მდე იყო.
10. მალტა
მოსახლეობა: 467ათასი
მშპ: $14.5 მილიარდი
ტერიტორია: 316 კმ2
მალტის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 14.08%-ია, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს უდრის. 2017 წელს მალტაში 2.3 მილიონმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე თითქმის 5-ჯერ მეტია.
მალტა პატარა კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში, იტალიასთან ახლოს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 46 000 (PPP) დოლარია. მალტა 1964 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, 2004 წლიდან კი - ევროკავშირის წევრი. გარდა იმისა, რომ მალტის თითქმის მთლიანი სანაპირო საზღვაო კურორტია, ის მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მას ქვეყანა-მუზეუმადაც კი მოიხსენიებენ. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა საშუალოდ 12-31 გრადუსს შორის მერყეობს, ზღვის სეზონი 6 თვეს გრძელდება.
9. ფიჯი
მოსახლეობა: 890ათასი
მშპ: $5.1 მილიარდი
ტერიტორია: 18 274 კმ2
ფიჯის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 14.09%-ია, რაც დაახლოებით 720 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს ფიჯიში 843 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც თითქმის ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის ტოლია.
ფიჯი არქიპელაგზე განლაგებული კუნძულოვანი სახელმწიფოა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. ფიჯი ღარიბი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 000 (PPP) დოლარია. ფიჯი 1970 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ფიჯიში ტურისტებს ძირითადად ოკეანის საოცარი სანაპირო იზიდავს, თეთრი ქვიშით, პალმებითა და ძალიან სუფთა წყლით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება