მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ford-ი $2-მილიარდიანი ზარალის შემდეგ ინდოეთის ბაზრიდან გადის

613b5657c53ed
ნათია თაქთაქიშვილი
10.09.21 21:20
817
ავტოკონცერნმა Ford-მა 2 მილიარდი აშშ დოლარის ზარალის შემდეგ ინდოეთის ბაზრის დატოვებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია წარმოების შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით 4,000 თანამშრომელს გაუშვებს სახლში. როგორც Ford-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯიმ ფერლი აცხადებს, ეს რთული გადაწყვეტილებაა კომპანიის გრძელვადიანი ზრდისთვის იქნა მიღებული.

„მიუხედავად იმისა, რომ Ford-მა მნიშვნელოვანი ინვესტიცია გასწია ინდოეთში, კომპანიას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის ზარალი დაუგროვდა. მოთხოვნა ახალ მანქანებზე იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით“, - განაცხადა ჯიმ ფერლიმ.

გამოცემა წერს, რომ Ford-ის ორი საწარმო ინდოეთში მომდევნო თვეებში დაიხურება. ავტოკონცერნმა ქვეყანაში ოპერირება 1995 წელს დაიწყო და 25 წლის მანძილზე 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დააბანდა.