21-ე საუკუნის მსოფლიოს ყოველდღიური რეალობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ნათელი გახდა ციფრულ სივრცეში პროდუქტებისა თუ სერვისების ყიდვა-გაყიდვის პროცესის აუცილებლობა. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, სწრაფი ტემპით განვითარებულიყო გადახდების სისტემის უსაფრთხო და საიმედო საშუალებები, რომლებიც მომხმარებელს ამ პროცესებს გაუმარტივებდა და შესთავაზებდა სწორედ იმ ხარისხს, რომელსაც მონრემისგუნდი მერჩანტებს სთავაზობს.
მონრემი 2016 წელს დაარსდა, 2018 წელს ეროვნული ბანკის ლიცენზია მიიღო და საქართველოს ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიზანია დანერგოს და განავითაროს უცხოური პრაქტიკა და გამოცდილება გადახდების ინტეგრირებასთან და სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ამჟამად, მონრემი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესს და მათ ინტეგრირებული გადახდების გარდა, სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: ელ. კომერციის ვებსაიტების შექმნა და გამართვა, ფუნქციონალების დამატება, ციფრული მარკეტინგის სერვისები და ა.შ.
6 აპრილს, მონრემის ორგანიზებით კომპანიის სერვისების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ასევე, განხილული იყო ონლაინგადახდების სფეროში წარმატების პრინციპები, ფინანსური სერვისების საჭიროება და ა.შ.
რა მიმართულებები განაპირობებს გუნდის წარმატებას, როგორია მონრემის სამომავლო გეგმები და ხარისხი, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს? - ამ და სხვა საინტერესო დეტალებს კომპანია მონრემის გუნდის წევრები გაგაცნობთ.
გიორგი დარჯანია, კომპანის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენი მიზანია, ქართულ ბაზარზე ნდობის მოპოვება. გვინდა, მცირე და საშუალო ბიზნესმა იგრძნოს, რომ არსებობს კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მათ განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ როგორც ადამიანურად, ისე ტექნიკურად მზად ვართ, დაბალი რისკის მქონე ბიზნესს დავეხმაროთ წინსვლაში, ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და შემოსავლების ზრდაში.
მონრემის გუნდი პარტნიორებთან ერთად შეისწავლის თქვენს ბიზნეს, თქვენთან ერთად დასახავს მიზნებს და იზრუნებს, აითვისოთ ის სივრცე და პოტენციალი, რომელიც თქვენს ბიზნესს აქვს“.
თათა გელოვანი, გადახდების ექსპერტი: „თუ გეგმავ, გადახდები ონლაინ მიიღო ან უკვე არსებული სისტემა კიდევ უფრო დახვეწო, მაშინ მონრემის საბარათე ონლაინ გადახდის სისტემა და გუნდი, უზრუნველყოფს ამ ინტეგრაციას. რაც მთავარია, ელექტრონული კომერციის აწყობისას, არ მოგიწევთ ბანკებთან ინტერაქცია და ტექნიკური დეტალების მოგვარება, რადგან მონრემმა უკვე იზრუნა ამაზე, თანაც, შემოსულ ტრანზაქციებზე შეღავათიანი პირობებით ისარგებლებთ.
ჩემთვის, როგორც კომპანიის იმ წევრისთვის, რომელიც კომპანიის ოპერაციების დაწყებიდან მიჰყვება პროცესებს, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტორი, რომ მონრემი ეცნობა და აანალიზებს გლობალურ ტრენდებს ფინტექ ბაზარზე, რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მერჩანტს, არ ჩამორჩეს გლობალურ სიახლეებს ინტეგრაციების სფეროში. შესაბამისად, ჩვენი კლიენტები საკუთარ მომხმარებელს კონკურენტუნარიან გარემოს და ექსკლუზიურ გამოცდილებას სთავაზობს“.
ნინა ბახტაძე, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის მენეჯერი: „როდესაც საქმე ეხება კომპანიის შენარჩუნებას და წინსვლას, თანამშრომლობა და პატივისცემა არის გადამწყვეტი ფაქტორი.
ჩვენი მისიაა კლიენტების წარმატება, რაც „კომპანიის წარმატებაცაა“. ამიტომ, საუკეთესო შედეგების უზრუნველსაყოფად მნიშნველოვანია უნაკლო თანამშრომლობა. ჩვენი ყოველდღიურობა შედგება ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებით, რომელიც სერვისების დახვეწას შეეხება. შესაძლოა სულაც არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუმცა ჯანსაღი დისკუსია საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას ბადებს.
ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის განსხვავებულობას და ამავე დროს, მივისწრაფვით ერთიანობისკენ. საბოლოოდ, ეს გვაძლევს საშუალებას გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე წარმოშობილ ნებისმიერ პრობლემას და წარმატებისკენ გადავდგათ ნაბიჯები“.
ეფემია ლორია, AML სპეციალისტი: „FinTech კომპანია MonRem საქამიანობს მკაცრად რეგულირებად ინდუსტრიაში. MonRem უზრუნველყოფს უსაფრთხო სისტემური ქსელის შექმნას, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო FinTech რეგულაციებს და სტანდარტებს: PCI DSS - საგადახდო ბარათების მონაცემთა უსაფრთხოებას, რომლებიც შემუშავებულია PCI SSC სტანდარტების საბჭოს მიერ. ვფლობთ საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზიას და ვსაქმიანობთ საქართველოს კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისობაში, მივყვებით და ვითვალისწინებთ ამ სფეროში არსებულ ყველა რეგულაციასა და სახელმძღვანელო მითითებას.
რეგულაციების ცოდნითა და მათ განახლებაზე მუდმივი თვალყურით, ჩვენ ვიცავთ, როგორც საკუთარ, ისე კლიენტების ბიზნესს და ხელს ვუწყობთ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის გაღრმავებას.
ჩვენს სფეროს მრავალი საკონონმდებლო აქტი არეგულირებს, ისეთები, რომლებიც მიმართულია ფინანსური დანაშაულის, ფულის გათეთრების, კიბერდანაშაულის აღსაკვეთად და სხვ.
ჩვენი მიზანია კლიენტების დაცვა, - კმაყოფილი კლიენტი - კმაყოფილი კომპანიაა!
„იცნობდე შენს კლიენტს“ - ეს მიდგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ამაზეა დამყარებული ჩვენი კომპანიის ფინანსური, რეპუტაციული რისკი, წარმატება და ნდობა“.
მონრემის გუნდს სჯერა, რომ ბიზნესის წარმატება სხვა ბიზნესზე ზრუნვითა და ხელშეწყობით იწყება, ამიტომაც, მონრემის ჯგუფი დაუღალავად ცდილობს, პროცესები გააციფრულოს და ბაზარზე „ონლაინ შოპინგის“ წილი გაზარდოს.
კომპანია მერჩანტებს სთავაზობს მარტივ სამომხმარებლო ინტერფეისს, დაცულს გადახდებს, სისტემურ, თუ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც საერთო ჯამში მერჩანტთა მომხმარებლებზე დადებითად მოქმედებს.
(რ)