მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩნდა კლონი საიტები, დაიწყო ექაუნთების გაქირავება - სათამაშო ბიზნეს ასოციაცია

620bacdf62cfe
ელენე გოგბერაშვილი
16.02.22 00:00
1489
ქართული ონლაინ თამაშების კლონი უცხოური საიტები და ექაუნთების გაქირავების სერვისი - ეს არის ის შედეგები, რაც სათამაშო ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, მათ სფეროში ახალმა რეგულაციებმა მოიტანა. ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რეკლამის აკრძალვამ უცხოური არალეგალური საიტების გაჩენა წაახალისა. ადგილობრივ ბაზარზე კი ადგილი აქვს სრულწლოვანი მოქალაქეების მხრიდან თავიანთი ექაუნთების გაქირავების შეთავაზებებს, რომლებიც მათ, ვისაც ახალი რეგულაციით თამაში ეკრძალება, საკუთარ ექაუნთებს თვეში დაახლოებით 100 ლარად სთავაზობენ.

“რეკლამის შეზღუდვით ძალიან ბევრი ქართველი ოპერატორის კლონი საიტები გაჩნდა, რომელიც არ არის ქართული ოპერატორის არც წარმომადგენელი და არც საქართველოს ლიცენზია არ გააჩნია. ასევე დაიწყო ექაუნთების გაქირავება, 26-27-30 წლის ახალგაზრდები ქმნიან ექაუნთებს და აქირავებენ. შესაბამისად თეთრი სია გახდება ნაცრისფერი სია, რასაც ვეძახით ჩვენ ნაცრისფერ ბაზარს. საქართველო მთლიანად გათეთრებული იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, ვინ იყო ჩვენი მომხმარებლის უკან. დღესდღეობით ამ შეზღუდვებით ჩვენ მივიღეთ უარესი მდგომარეობა“, - აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

შეგახსენებთ, აზარტული თამაშების კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უკვე ძალაშია. 2022 წლის იანვრიდან ამ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს გადასახადები გაეზარდათ და მათი დასაბეგრი ბაზა 65-70%-ით გაიზარდა. სხვა რეგულაციები, რომლებიც მათ შორის რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებს, ასევე კრძალავს მილიონამდე ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში ჩართულობას, პირველი მარტიდან უნდა ამოქმედდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები