მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს, ჩვენნაირი ეკონომიკური ზრდა ბევრგან არ არის - ღარიბაშვილი

61079acf80e22
ინგა მურუსიძე
02.08.21 11:10
1999
მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ახალი პროექტები განახორციელონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტები დაფინანსდება, ხოლო განახლებულ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა დღეს წარადგენს.

„გადახედეთ მეზობელ ქვეყნებს და ზოგადად რეგიონში არსებულ ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. მართლაც უპრეცედენტო ზრდაა ჩვენს ქვეყანაში. ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენა ქვეყანაში მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს.

აპრილში ჩვენ გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი ზრდა, ხოლო ივნისში 18,7%-იანი ზრდა. რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. ექვსი თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%, რაც უპრეცედენტო ზრდაა. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ბიზნესს, რომ ახალი პროექტები განახორციელონ, და კიდევ ახალი პროექტები დაფინანსდება. ამისთვის ნათია თურნავაა წარმოადგენს განახლებულ პაკეტს „აწარმოე საქართველოში“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები