ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდება, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. და მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამიც, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. მეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, შეგნებულად არ მინდოდა და არც მინდა 4-5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი და მე ამის თაობაზე ვისაუბრე მართლაც არანორმალურ ასე ვთქვათ შემთხვევებთან გვქონდა საქმე და მე ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს ახალგაზრდების „ტვინის გამორეცხვა“.
„ზოგადად მე მინდა გესაუბროთ იმ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის აქტივობას, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „ფრანკლინის კლუბი“. ჯერ ფრანკლინის კლუბი ავიღოთ, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ.
მეორე მთავარი, რაც „ფრანკლინის კლუბში“ მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივად სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, მიდის ახალგაზრდების რომ იტყვიან ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების, უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის მონაწილე ამ კლუბის, 1000-ზე მეტი ე.წ. „ფრანკლინის კლუბის“, ამ ანარქისტული კლუბის და არა ფრანკლინის, ეს არ არის ფრანკლინის კლუბი, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები, 1000-ზე მეტი ანარქისტი, ასე დავარქვათ პირდაპირ, მონაწილე, ესწრებოდა ამ ნობილ მოვლენებს 7-8 მარტის აქციებს. მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ პროვოკაციებში, კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან, მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება.
ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა, რომ თითქოს ესაა ინტელექტუალური კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან დემოკრატიულ ღირებულებებს. არა, მეგობრებო, აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ ამ ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან ნებისმიერი ქვეყნის, ვინც არ უნდა იყოს, წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდა, ჯანსაღ თაობას გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ძალიან ყურადღებით მუშაობენ მე-5 კოლონის წევრების გამოვლენაზე,“- აღნიშნა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი