მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიხსნება თუ არა თბილისში შვეიცარიული Stadler-ის ქარხანა?

5c5af7b4c4c17
სალომე მეცხვარიშვილი
06.02.19 19:15
2908
გაიხსნება თუ არა თბილისში Stadler-ის საწარმო - აღნიშნული საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თბილისის მერიამ შვეიცარიული კომპანიის მიერ რეგიონული საწარმოს გახსნა ოფიციალურად ზაფხულში დააანონსა. მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოლაპარაკებები ამ საკითხზე "აქტიურ ფაზაში" არ არის.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ თემა ჯერ არ დახურულა.

"მოთხოვნები როგორც ჩვენგან, ასევე მათგანაც არის წამოყენებული. თემა ჯერ-ჯერობით დახურული არ არის, თუმცა, აქტიურ ფაზაში ეს მოლაპარაკებები არ არის. ჩვენ განვიხილავთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და როცა გვექნება ჩვენც პოზიცია, მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას და თქვენც შეგატყობინებთ",- აცხადებს ვიცე-მერი.

კითხვაზე - რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, ირაკლი ხმალაძე დეტალებზე არ საუბრობს.

"გარდა იმისა, რომ კომპანიამ უნდა დაიწყოს საქართველოში ლოკალიზაცია და მისი პროდუქციის წარმოება, ამას აქვს გარკვეული პირობები. ჩვენ ამ პირობებთან დაკავშირებით არ გვაქვს საბოლოო გადაწყვეტილებები და პოზიცია ჩამოყალიბებული",- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ის, რომ მხარეები ერთმანეთს გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდნენ, ამაზე მერია ზაფხულშიც საუბრობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები