მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის კლუბები მთავრობას მიმართავენ

5fd736a96c934
ინგა მურუსიძე
14.12.20 14:02
1863
ღამის კლუბები მთავრობას მიმართავენ. როგორც კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მთავრობას ულტიმატუმს უყენებენ და პასუხს უახლოეს მომავალში ელიან.

მისივე ინფორმაციით, უკვე ერთი თვეა, ინდუსტრიამ გეგმა, თუ როგორ წარმოუდგენიათ სექტორის მხარდაჭერა, თბილისის მერიას და მთავრობას გადაუგზავნა, მაგრამ ახლა გადაწყდა, რომ ის ღიად გაჟღერდეს.

რას ითხოვენ ღამის კლუბები მთავრობისგან:

1. საქართველოს მასშტაბით არსებული 55 ბიზნეს ერთეულის მოიჯარეებთან საიჯარო პირობების გათვალისწინებით შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ დასუბსიდირებას.

2. იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ამოქმედება;

3. ელექტრონული მუსიკის და საკლუბო სექტორში დასაქმებული ადამიანების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობა;

4. იმისთვის, რომ პოსტ-კოვიდ მდგომარეობაში სივრცეები უსაფრთხოდ გაიხსნას, სფერო სწრაფი ტესტებით მომარაგდეს.

„ეს სფერო იყო პირველი, რომლის კარიც დაიხურა, 10 თვე გავიდა და სფერო ისევ მიტოვებულია. ჩვენი გეგმით, ეს სფერო გადარჩება. ეს არის ულტიმატუმი - უახლოეს დღეებში ველოდებით მყისიერ ნაბიჯებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ, რადგან გამოსავალი აღარ გვაქვს“, - განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები