სოფელ ნაღვარევში უკვე მე-4 დღეა მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. როგორც სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი თამარ გოჩიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია - China Railway 23rd Bureau Group Co (ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი)- სოფელში სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავს, რის გამოც კომპანიამ ადგილზე წყლის ახალი ავზის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაწყებული სამუშაოები ჩინურმა კომპანიამ გაზაფხულამდე გადადო, ნაღვარევის მოსახლეობა კი უწყლოდ დატოვა.
“თქვეს, რომ გააფართოვებდნენ ავზს, გააფართოეს ეს ავზი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ზამთარში აქ ყოფნას არ აპირებდნენ და ბოლომდე ავზის მშენებლობა არ მიიყვანეს, არ გამოიყვანეს ახალი მილებით წყალი.
შესაბამისად, დიდმა ავზმა და არასწორმა დაერთებამ მოიტანა ის პრობლემა, რომ 4 დღეა უწყლოდ ვართ. გუშინ კომპანიის წარმომადგენლები კი ამოვიდნენ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის და ჩვენ უნდა მივხედოთ ამ საქმეს. არადა, ჩვენი ძალებით უბრალოდ ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ტექნიკაა საჭირო იმისთვის, რომ მილი დაიმარხოს და ეს სისტემა ხელახლა გაიმართოს.
გამოდის, რომ უნდა გადასავხლდეთ და რაღაც სხვა საშუალებები უნდა მოვძებნოთ ცხოვრების, იმიტომ რომ როცა 4 გრადუს ყინვაში, მთაში, წყალი არ გაქვს, იქ ყოფნა შეუძლებელია. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, გასაგებია, რომ ეს არის ჩინური კომპანია, გასაგებია, რომ ეს არის კერძო კომპანია, მაგრამ ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს,”-ამბობს სოფელ ნაღვარევის მკვიდრი თამუნა გოჩიაშვილი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის