მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა 44%-ს ვალი აქვს, 41% ქართულ ბანკებს არ ენდობა - CRRC-ის კვლევა

6245d0134bea7
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.22 22:00
1351
გამოკითხულთა 41% საქართველოში მომუშავე ბანკებს არ ენდობა, 36% კი ნაწილობრივ ენდობა - ამის შესახებ საუბარია ორგანიზაცია CRRC-ის კვლევაში, სახელწოდებით "კავკასიის ბარომეტრი 2021". აღნიშნული კვლევა საქართველოში 2008 წლიდან ქვეყნდება და მოსახლეობის განწყობებს ზომავს.

თუ კვლევის სტატისტიკას დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბანკების მიმართ ნდობა წლიდან წლამდე მცირდება.


ამასთან ერთად, კვლევაში მონაწილე პირების 44% ამბობს, რომ მის ოჯახს ვალი აქვს, საინტერესოა, რომ 2008 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12 პპ-ით არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას - 88%-ს არ აქვს დანაზოგი, მხოლოდ 8% აცხადებს, რომ თანხას ინახავს.



CRRC-ის კვლევა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 1540 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები