მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს სააგენტო: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია

5ec4fbdb9de82
თელარა გელანტია
20.05.20 13:42
699
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია.

სააგენტოში აღნიშნულს, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრი შემცირებით ხსნიან.

„განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია, ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.

აღსანიშნავია, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე”, - აცხადებენ სააგენტოში.