მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს” - მინისტრი

6294b57a0293c
მარიამ იზორია
30.05.22 16:26
768
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს აფასებს. როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, ღარიბაშვილის ვიზიტმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს.

“დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. როგორც ცნობილია, ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, რაც აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვიზიტების დინამიკა აქტიურდება და ამის ძალიან კარგი მაგალითია დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, რომელმაც რა თქმა უნდა, ახალი იმპულსი უნდა მოუტანოს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს.

„იყო პოლიტიკური შეხვედრები, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები მის კოლეგასთან, პარლამენტის სპიკერთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ საკითხების ძალიან ფართო სპექტრზე, სხვადასხვა საკითხებზე, რომლებიც გამოირჩევა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში და პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.